სად ითამაშებს ფაბიო კვალიარელა?

AutoSharing Option
ახალი სეზონი კარს მოგვადგა, ფაბიო კვალიარელას მომავალი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. 30 წლის თავდამსხმელი "იუვენტუსის" საკუთრებაა, თუმცა კლუბის მესვეურები მის სარფიანად გაყიდვას ლამობენ. როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, კვალიარელა შავ სიაში მოხვდა და გუნდის გამოცვლაზე თავადაც უნდა იზრუნოს. ზრუნავს კიდეც და ამის შესახებ პრესასთანაც საუბრობს:

"არაერთი შეთავაზება მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი არ აღმოჩნდა მისაღები. ძირითადად, ინგლისური კლუბები აქტიურობენ და ეს ცოტა მიკვირს კიდეც. უნდა ვაღიარო, რომ პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივა მხიბლავს, ოღონდ ამბიციურ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში.
არ დავმალავ, რომ წინადადებები მივიღე "ნორვიჩისგან", "სანდერლენდისგან", "ვესტ ჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩისგან", თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, თითოეულ მათგანზე უარი განვაცხადე.

ზღაპრული შეთავაზება მქონდა ყატარული "ალ გარაფიდან", მაგრამ არც ამ ვარიანტმა მომხიბლა. ჩემთვის ფული არაა მთავარი და წინა პლანზე სპორტულ მოტივაციას ვაყენებ. მომდევნო ზაფხულს მუნდიალი გაიმართება, "ალ გარაფიდან" კი ეროვნულ ნაკრებში ნამდვილად ვერ მოვხვდები. სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? - ამაზე პასუხი თვის ბოლოს მეცოდინება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული