"არაერთი შეთავაზება მქონდა, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთი არ აღმოჩნდა მისაღები. ძირითადად, ინგლისური კლუბები აქტიურობენ და ეს ცოტა მიკვირს კიდეც. უნდა ვაღიარო, რომ პრემიერლიგაში თამაშის პერსპექტივა მხიბლავს, ოღონდ ამბიციურ, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში.
ზღაპრული შეთავაზება მქონდა ყატარული "ალ გარაფიდან", მაგრამ არც ამ ვარიანტმა მომხიბლა. ჩემთვის ფული არაა მთავარი და წინა პლანზე სპორტულ მოტივაციას ვაყენებ. მომდევნო ზაფხულს მუნდიალი გაიმართება, "ალ გარაფიდან" კი ეროვნულ ნაკრებში ნამდვილად ვერ მოვხვდები. სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში? - ამაზე პასუხი თვის ბოლოს მეცოდინება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯუზეპე მაროტა: "იუვენტუსს" ორი ფორვარდი დატოვებს