ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას - პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი "ლაციალეს" 4 წუთში სამი გოლი გაუტანეს და რომაული კლუბი უშანსოდ დატოვეს.
"ოლიმპიკოზე" თავიდანვე ინტენსიური ფეხბურთი გაჩაღდა. 20 წუთის შემდეგ კი "იუვეს" კლაუდიო მარკიზიო დაუშავდა - ტურინული გრანდის თავკაცმა ანტონიო კონტემ მის ნაცვლად მოედანზე პოლ პოგბა შეუშვა და სამ წუთში ანგარიში სწორედ ამ უკანასკნელმა გახსნა.
პოგბამ ანდრეა პირლოს
მეორე ტაიმი მშვიდად დაიწყო, მაგრამ "იუვე" მალე "აფეთქდა" და "ლაციოს" 4 წუთში 3 გოლი გაუტანა.
ტურინელებმა რომაელები ჯერ კუთხურის შემდეგ, კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, რომელიც ჯორჯო კიელინიმ დააგვირგვინა; ორ წუთში სტეფან ლიხტშტაინერი მარკეტისთან პირისპირ დარჩა და შანსი მშვიდად გამოიყენა, კიდევ ორი წუთის შემდეგ კი "ლაციოს" კარი კარლოს ტევესმაც დალაშქრა - არგენტინელმა პოგბას პასით იხეირა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასი 1989 წლიდან თამაშდება. "იუვემ" ეს ტიტული მეექვსედ მოიგო, რითაც "მილანს" გაუთანაბრდა.
იუვენტუსი-ლაციო 4:0
გოლები: 1:0 პოგბა (23), 2:0 კიელინი (52), 3:0 ლიხტშტაინერი (54), 4:0 ტევესი (56)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი (76. კასერესი), ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (81. ოგბონა), მარკიზიო (20. პოგბა), პირლო, ვიდალი, ასამოა - ტევესი, ვუჩინიჩი.
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, დიასი, რადუ (57. ედერსონი) - ბილია, ლედესმა (57. ფლოკარი) - კანდრევა, ერნანეში (72. ონაზი), ლულიჩი - კლოზე.
გაფრთხილება: ბარძალი - ერნანეში, დიასი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"