რომის "ლაციო" "გალათასარაიდან" ბურაქ ილამზის გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, "ლაციოს" მესვეურები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "გალათასარაიდან" ბურაქ ილმაზი გადაიბირონ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფორვარდი თურქული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა და პოზიციები არც მას შემდეგ დაუთმია, რაც გუნდში დიდიე დროგბა ჩაირიცხა.

მოკლედ, ილმაზს გოლის გატანა ეხერხება და გასაკვირი არაა, რომ მისით რომაული გუნდი დაინტერესდა.

ამ თემაზე, მოკლე კომენტარი ფეხბურთელის პირადმა აგენტმა ალი ეგეზელმა გააკეთა:

"ბურაქის ტრანსფერთან დაკავშირებით "გალათასარაიმ" "ლაციოსგან" მაცდური შეთავაზება მიიღო, თუმცა პასუხი ჯერჯერობით
არ ჩანს.

ვიცი, რომ "გალას" მწვრთნელ-მესვეურებს ილმაზთან განშორება არ სურთ, მაგრამ თავად ფეხბურთელი ძალების ახალ გუნდში მოსინჯვის წინააღმდეგი არაა.

უახლოეს დღეებში ჩემი კლიენტი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდება და როგორც ჩანს, იქ გადაწყდება ყველაფერი".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული