ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ნაკრები დარაზმა

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოეს ორ შეხვედრაში დაეყრდნობა.

პირველ მატჩს "სკუადრა აძურა" ბულგარეთთან 6 სექტემბერს გამართავს, ოთხ დღეში კი ჩეხეთს დაუპირისპირდება. იტალიელები ორივე შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ - ბულგარელებთან პალერმოში, "სტადიო რენცო ბარბერაზე", ჩეხებთან კი ტურინში, "იუვენტუს არენაზე".

სანამ მთელ შემადგენლობას გაგაცნობდეთ, აღვნიშნოთ, რომ პრანდელიმ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიაგო მოტა გამოიძახა, მანოლო გაბიადინის კი ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.

ბოლოს დავძინოთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო ბულგარეთთან შეხვედრას მარიო ბალოტელი, პაბლო
ოსვალდო
და რიკარდო მონტოლივო გამოტოვებენ...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ლუკა ანტონელი (ჯენოა), დავიდე ასტორი (კალიარი), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანდრეა რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (ფიორენტინა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესიო ჩერჩი (ტორინო), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი (სანდერლენდი, ინგლისი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მილანი), სტეფან ელ შაარავი (მილანი), მანოლო გაბიადინი (სამპდორია), ალბერტო ჯილარდინო (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პაბლო ოსვალდო (საუთჰემპტონი, ინგლისი).

ასევე იხილეთ:
ალბერტო ჯილარდინო: როგორც ჩანს, მხოლოდ ჩეზარე პრანდელის ვაინტერესებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული