ჩეზარე პრანდელი: იტალიის ნაკრებში ჩემს მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თანამდებობაზე დარჩენას არ გამორიცხავს.

მანამდე იტალიური პრესა იტყობინებოდა, რომ პრანდელი ეროვნულ გუნდს მუნდიალზე ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში დაემშვიდობებოდა.

"დართგუნული ვარ იმ ხმების რაოდენობის გამო, რომლებიც ჩემს შესაძლო მემკვიდრეს უკავშირდება.

გულახდილად გეტყვით: საკუთარ მომავალზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ.

ამაზე თავის დროზე ვიფიქრებ, მაგრამ ახლა ჩვენ წინაშე ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რთული ამოცანაა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება",
- თქვა სპეციალისტმა.

6 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში, ლიდერი "სკუადრა აძურა" ბულგარეთს
უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014: გადამწყვეტი მატჩების დრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული