30 წლის თავდამსხმელმა არაერთი წინადადება მიიღო, თუმცა ნაკლებად ამბიციურ გუნდში გადასვლაზე კატეგორიული უარი თქვა და სასურველი შეთავაზების მოლოდინში სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის მომავალს მისივე ნების გარეშე ვერავინ გადაწყვეტს და ფაბიომაც ერთიმეორის მიყოლებით იუარა ინგლისური, ფრანგული, არაბული, ამერიკული და თუნდაც იტალიური კლუბები.
შედეგად, კვალიარელა "იუვენტუსის" ფეხბურთელია და ჯერჯერობით ღრმა თადარიგში უწევს ყოფნა - მიუხედავად ამისა, ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს და
"დასამალი არაა, რომ "იუვენტუსიდან" წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ სასურველი შეთავაზება ვერ მივიღე და ტურინში დარჩენა გადავწყვიტე. სეზონი გრძელია და დარწმუნებული ვარ, თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა. კონკურენცია მაღალია, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა.
ანტონიო კონტემ იცის ჩემი შესაძლებლობები და ისიც, რომ მზად ვარ, თამაშში ნებისმიერ დროს ჩავერთო. გასულ სეზონში თავდამსხმელები მორიგეობით ვთამაშობდით და როტაციას ჰქონდა ადგილი - იმედია, მიმდინარე სეზონშიც ასე იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფაბიო კვალიარელა "ვესტ ჰემის" ვარიანტზე თანახმაა