დაცვა და ნახევარდაცვა ხელშეუხებელია
რომაულ დერბიში გამარჯვებული "ჯალოროსი" წელგამართული ჩადის გენუაში და ხვდება "სამპდორიას", რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე ჯერ არათუ არ გაუმარჯვია, გოლი რაა, ისიც არ აქვს გატანილი.
რა თქმა უნდა, რუდი გარსია ამ სტატისტიკურ მონაცემს ჯეროვან ყურადღებას დაუთმობს. სხვათა შორის, "რომას" "სამპდორიასთან" სტუმრად 2008 წლის მერე არ
ექსპერტები "რომას" შემადგენლობაში დიდი ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავენ. თუმცა ერთია, რას ფიქრობს გარეშე თვალი და მეორე - მწვრთნელის ხედვა. "რომა" ჩემპიონატს ერთი ამოსუნთქვით ვერ გაივლის. ამიტომ, არ არის გამორიცხული, მძიმე დერბის შემდეგ გარსიამ გარკვეულ გადაადგილებებს მაინც მიმართოს.
დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება დაცვის ხაზი, რომელიც 4 მატჩში ოდენ 1 გაშვებული გოლით იწონებს თავს (ცხადია, მეკარე მორგან დე სანკტისის დამსახურებებსაც არ ვივიწყებთ).
სავარაუდოდ, ხელუხლებელი იქნება ნახევარდაცვის ტრიოც - მირალემ პიანიჩის, კევინ სტროოტმანისა და დანიელე დე როსის სახით. წინა ხაზზე კი, მოსალოდნელია, მწვრთნელმა ფრანჩესკო ტოტი დაასვენოს და მარკო ბორიელოს უხმოს, ხოლო ჟერვინიოს ნაცვლად თავიდანვე ადემ ლიაიჩს მისცეს მეტი სათამაშო დრო.
სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (3-4-2-1): და კოშტა - გასტალდელო, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, რეჯინი - სანსონე, ბაირნასონი - გაბიადინი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, ლეანდრო კასტანი, ბალცარეტი - პიანიჩი, დე როსი, სტროოტმანი - ფლორენცი, ტოტი (ან ბორიელო), ლიაიჩი.
ვისთან, თუ არა "სასუოლოსთან"?
რაფა ბენიტესის საშუალება აქვს, მანჩანჩალა "სასუოლოსთან" როტაციას მიმართოს. თავად განსაჯეთ - მომდევნო ტურში "აძურის" რთული გასვლა აქვს "ჯენოასთან", ხოლო სამ დღეში "არსენალს" უნდა ესტუმროს.
მაშ, ვისთან შეიძლება ძალების დაზოგვა, თუ არა "სასუოლოსთან"? და მაინც, ძნელია იმის გამოცნობა, რას იზამს ბენიტესი. "გაძეტა დელო სპორტი" 26 სექტემბრისთვის ასეთ "ნაპოლის" წინასწარმეტყველებს:
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, კანავარო, ფერნანდესი, არმერო - ინლერი, ჯემაილი - პანდევი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი.
ბალოტელი? არ გასაჩივრდება!
მარიო ბალოტელი 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას სრულად მოიხდის, სასჯელი არ გასაჩივრდება - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო "მილანის" ხელმძღვანელობამ.
ასე რომ, "ბალო" ვერც "იუვენტუსთან" შეხვედრაში დაეხმარება (ამას სასჯელის ორ მატჩამდე შემსუბუქების შემთხვევაში შეძლებდა) თავის გუნდს და 24 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მასზე უარს იტყვის იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჩეზარე პრანდელიც, რომელიც მალე დაასახელებს "სკუადრა აძურას" შემადგენლობას საოქტომბრო შესარჩევი მატჩებისთვის.
ძირითადი ფორვარდის არყოფნა მასიმო ალეგრისთვის დამატებითი თავსატეხია იმ ფონზე, როცა "როსონერის" ლაზარეთი ისედაც გადავსებულია. ალეგრის მარტო სასტარტო შემადგენლობის შეკოწიწება კი არა, იმაზეც მოუწევს თავის მტვრევა, ვინ დასვას სათადარიგოთა სკამზე. ბალოტელი, კაკა, მონტოლივო, პაცინი, ელ შაარავი, დე შილიო...
ასეთი დანაკლისით ჩადის "მილანი" ბოლონიაში, სადაც ბოლოს 2008 წელს წააგო (1:2).
"ბოლონიას" ჯერ არ მოუგია საკუთარ მოედანზე, სადაც ყოველთვის ძნელია მისი დამარცხება და თუ გადარჩენაზე აქვს საქმე, ეს ძირითადად სახლის ქულების ხარჯზე ხდება. "მილანის" ერთადერთი გამარჯვებაც შინაურ კედლებშია მოპოვებული.
ზემოთ ხსენებული სიძნელეებიდან გამომდინარე, გარდაუვალია სასტარტოში რობინიოს დაბრუნება, რომელიც ალესანდრო მატრისთან ერთად ეცდება მასპინძელთა დაცვითი ზღუდეების დაძლევას.
თავის მხრივ, პრობლემები აქვს "ბოლონიას" თავკაც სტეფანო პიოლისაც. არ იქნება ცენტრალური მცველი ჩეზარე ნატალი, რომელიც "ტორინოსთან" წინა ტურის საშინაო მატჩში (1:2) გააძევეს.
გაგიკვირდებათ და...
ბოლო სამ დღეში "იუვენტუსს" მეორე ვერონულ გუნდთან უწევს ურთიერთობის გარკვევა. არა გვგონია, "კიევოსთან" საგარეო დაპირისპირება "ვერონასთან" საშინაო ჭიდილზე იოლი იყოს; უფრო პირიქით - "მფრინავმა ვირებმა" წინა ტურში პირველ გამარჯვებას (2:1 "უდინეზესთან") გაუგეს გემო და დღეს უკეთეს განწყობაზე იქნებიან.
თან ეს ის "კიევოა", ვისთანაც "იუვეს" ბოლო წლებში აშკარად უჭირს გამკლავება. 2010 წელს "ბებერი ქალბატონი" "ბენტეგოდიზე" 0:1 დამარცხდა. ამის მერე გუნდებმა ზედიზედ ოთხჯერ გაიყვეს ქულები, ხოლო უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში ტურინელებმა არცთუ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.
გაგიკვირდებათ და, "ლაციოს" "კატანიასთან" უარყოფითი ბალანსი აქვს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არცთუ ძნელი ასახსნელია - სიცილიელებმა ამ უპირატესობას ბოლო წლებში მიაღწიეს, ანუ მაშინ, როცა "ბიანკოჩელესტე" ერთთავად პრობლემებს ებრძოდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ წყვილში, ძირითადად, მასპინძელი იმარჯებს, უკანასკნელ 15 მატჩში კი მხოლოდ 3 ფრე აღინიშნა.
საინტერესო თამაში უნდა იყოს "ტორინო"-"ვერონა". ორივე გუნდმა კარგად დაიწყო სეზონი, მეტადრე "ტორომ", რომელსაც კარგ ფორმაში ჰყავს ფორვარდი ალესიო ჩერჩი და ვერონელ მცველებს სწორედ მისი განეიტრალება მართებთ პირველ რიგში.
"პარმა" პირველ საშინაო გამარჯვებას ეცდება იმ "ატალანტასთან" მატჩში, რომელთანაც 2011 წელს "ენიო ტარდინიზე" 1:2 წააგო. ბერგამოელებს არ აქვთ მაინცდამაინც დიდი დანაკლისი, მასპინძელს კი არ ეყოლება მარჯვენა მცველი მატია კასანი. პარმელთა მწვრთნელი რობერტო დონადონი ჯერჯერობით უარს ვერ იტყვის ანტონიო კასანოსა და კარვალიო ამაურის წყვილზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოტენციალის მქონე შემტევი დუეტის პროდუქტიულობა კატასტროფულად დაბალია.
წინა ტურში "კალიარის", ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა "სამპდორიასთვის", მაგრამ ორჯერ დაწინაურებული სარდინიელები მეკარე მიკაელ აგაცის ორმა სულელურმა შეცდომამ დაღუპა. ძნელი სათქმელია, კიდევ თუ ენდობა მას მწვრთნელი დიეგო ლოპესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, "ლივორნოს" "რაღაცის" იმედი უნდა ჰქონდეს...
იტალია. სერია A. V ტური
24 სექტემბერი
უდინეზე-ჯენოა 1:0
გოლი: დი ნატალე (79)
25 სექტემბერი
ბოლონია-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: ნატალი, კონე (ბოლ); ბალოტელი (მილ)
ტრავმა: კრჰინი, კერუბინი (ბოლ); ბონერა, დე შილიო, სილვესტრე, პაცინი, ელ შაარავი, მონტოლივო, კაკა (მილ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 134 თამაში: +37=37-60 (153-210)
კიევო-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაინელი, კუპიში (კიე); პეპე, რუბინიო, კასერესი (იუვ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +1=6-13 (18-37)
ლაციო-კატანია 22:45
დისკვალიფიკაცია: მაური, ანდრე დიასი (ლაც)
ტრავმა: რადუ, ბიავა, ნოვარეტი, კონკო, ბილია (ლაც); ბერხესიო, პერუცი, ლეტო, ისკო, კასტრო (კატ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +9=9-10 (29-31)
ლივორნო-კალიარი 22:45
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩია (ლივ)
ტრავმა: ბოტა, ბიაჯანტი (ლივ); პიზანო (კალ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=6-3 (9-13)
ნაპოლი-სასუოლო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაჯო (ნაპ); ვალერი, მარონე, ტერანოვა, გომესი (სას)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
პარმა-ატალანტა 22:45
დისკვალიფიკაცია: კასანი (პარ)
ტრავმა: გალოპა, პალეტა (პარ); ჯორჯი, კაცოლა (ატა)
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +12=12-8 (36-31)
სამპდორია-რომა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ედერი (სამ); ბრედლი, დესტრო, ლობონტი (რომ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +40=34-53 (129-175)
ტორინო-ვერონა 22:45
დისკვალიფიკაცია: გაცი, ბარეტო, ჟილე (ტორ)
ტრავმა: ლარონდო, როდრიგესი (ტორ); რაგატცუ, ტონი, მაიეტა, მარტინიო, ალბერტაცი (ვერ)
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +18=16-8 (47-34)
26 სექტემბერი
ინტერი-ფიორენტინა 22:45
დისკვალიფიკაცია: პისარო (ფიო)
ტრავმა: კივუ, ძანეტი (ინტ); ილიჩიჩი, კუადრადო, გომესი, ჰეგაზი (ფიო)
ურთიერთშეხვედრები
სულ 150 თამაში: +61=50-39 (226-185)
ბომბარდირები: 4 - ჰამშიკი (ნაპოლი), ჯ. როსი (ფიორენტინა); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), ჩერჩი (ტორინო), პაულინიო (ლივორნო), პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ბალოტელი (მილანი), იგუაინი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IV ტურის შეჯამება: მოკეტე, რა!