"ინტერის" ახალი მფლობელის პირველი სამიზნე ემანუელ ჯაკერინია

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" იანვარში იტალიის ნაკრებისა და "სანდერლენდის" ვინგერის, ემანუელ ჯაკერინის გადაბირებას შეეცდება.

"ნერაძურის" ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბის აქციათა 70 პროცენტი შეიძინა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კარგი ფეხბურთელების ყიდვას შეეცდება, რომ გულშემატკივრებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი ასევე დაინტერესებულია ჯაკერინის აყვანით.

მილანელები მზად არიან, 28 წლის ფეხბურთელს წელიწადში 2.5 მილიონი ევრო შესთავაზონ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული