თანაც, დედაქალაქელებმა "ნაპოლი" დაამარცხეს, გუნდი, რომელიც სკუდეტოს უმიზნებს და ამ ბრძოლაში, "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტად ითვლება. თუმცა, თუ "ჯალოროსიმ" ასე გააგრძელა, "იუვეც" და "ნაპოლიც" გვერდზე დარჩებიან...
"სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულმა შეხვედრამ სრულად გაამართლა მოლოდინი - გუნდებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და მომენტებიც უხვად შეიქმნა.
მატჩის გმირი მირალემ პიანიჩი გახლავთ, რომელმაც ჯერ საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანიც გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში
რომა-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 პიანიჩი (48), 2:0 პიანიჩი (71-პენ.).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი (81. მარკინიო), ტოტი (33. ბორიელო), ჟერვინიო (58. ლიაიჩი).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (46. კანავარო), მესტო - ინლერი (83. ჯემაილი), ბერამი - კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - პანდევი (68. იგუაინი).
გაფრთხილება: ბენატია, პიანიჩი - ინლერი, პანდევი.
გაძევება: კანავარო (70. ნაპოლი).
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-9(4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 65 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"