ჯუზეპე როსი: ეს "ფიორენტინა" ნებისმიერს მოუგებს [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსთან" მატჩის მთავარმა გმირმა ჟუზეპე როსიმ "ფიორენტინას" წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

20 ოქტომბერს გამართული მატჩის პირველი ტაიმი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა და ეს მათ მიერ გატანილ ორ ბურთშიც აისახა: 37-ე წუთზე კარლოს ტევესმა თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს კი მეორე გოლი პოლ პოგბამ გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა მონდომებამ შედეგი გამოიღო: 15-წუთიან მონაკვეთში მათ 4-ჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი და ბრწყინვალე, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის გმირი უდავოდ ჯუზეპე როსია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა "ვეკია სენიორა"; ერთი გოლი კი ესპანელი ლეგიონერის, ხოაკინ სანჩესის ანგარიშზეა.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი გოლი იყო, თუმცა სათქმელია ისიც, რომ მეორე ტაიმში მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ იმოქმედა.

ჩვენ გაშვებულ გოლებს სწორად მივუდექით და მიზნად თამაშის ბედის შემობრუნება დავისახეთ. ეს რომ შევძელით, მთელი გუნდის დამსახურებაა.

მონტელამ შეტევაში უფრო მეტად ჩართვა დაგვავალა, რადგან პირველი გაშვებული გოლის შემდეგ შებოჭილები ვიყავით. დავუჯერეთ მწვრთნელს და მისი მითითებები ზუსტად შევასრულეთ. ძალიან ბედნიერებ
ი ვართ!

დღევანდელი "ფიორენტინა" გამარჯვებ
ებისთვისაა შექმნილი. კლუბს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ტრიბუნებიდან მხარდაჭერასაც იღებს, რაც გვაძლევს ძალას, დავამარცხოთ ნებისმიერი", - უთხრა გახარებულმა ფეხბურთელმა Football Italia-ს.

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. VIII ტური: დიდი შემობრუნება ფლორენციულად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული