მასიმილიანო ალეგრი "მილანის" მთავარ მწვრთნელად რჩება, eBay-ზე კი 1 ევროდ იყიდება

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "პარმასთან" დამარცხების შემდეგ სპეციალისტს კრიტიკის ახალი ტალღა დაატყდა თავს, უკმაყოფილო ფანატებმა კი მწვრთნელი სულაც ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე გასაყიდად გამოიტანეს - 1 ევროდ.

"ალეგრი აგრძელებს "მილანში" მუშაობას, შედეგებს კი სეზონის დასრულების შემდეგ შევაჯამებთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით", - აქვეყნებს გალიანის ნათქვამს იტალიური პრესა.

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური: VENI RUDI VICI
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული