ფრე მასპინძელთა სასარგებლოდ
თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ბერგამოში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ციფრები ყველაფერს ვერ ასახავს. მილანური გრანდის იერიშები გაცილებით მწვავე იყო და მთლიანობაში, ვალტერ მაცარის გუნდი ფლობდა სათამაშო უპირატესობას.
მოკლედ, "ინტერი" ბევრს ეცადა, გარისკა კიდეც, მაგრამ სამი ქულა ვერაფრით მოიპოვა. მაცარი შესანიშნავი მწვრთნელია, მალევე დაატყო გუნდს ხელი, თუმცა სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობას მეტი დრო, გამოცდილება და ალბათ, უკეთესი ფეხბურთელებიც
"ატალანტამ" და "ინტერმა" თითო გოლი გაცვალეს - სტუმართა შორის რიკი ალვარესი გამოირჩა, მასპინძელთა რიგებიდან კი თავი ხერმან დენისმა გამოიჩინა. ამ უკანასკნელმა გააწამა მილანელი მცველები და სხვა ეპიზოდშიც შეეძლო გატანა. ერთი სიტყვით, ბერგამოში შეკრებილმა გულშემატკივრებმა კარგი ჯახი იხილეს, შედეგით კი მასპინძლები დარჩნენ კმაყოფილნი.
ნამატჩევს...
ვალტერ ნაცარი გაბრაზებული ჩანდა და ეს მის კომენტარზეც აისახა: "ჩვენ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მომენტიც მეტი შევქმენით და სადაც სამართალია, უნდა მოგვეგო კიდეც. "ატალანტამ" ერთი ფეხბურთელის წყალობით აიღო ქულა და ეს ხერმან დენისია. მასთან "ნაპოლიში" მომიწია მუშაობა და ვიცი, რომ ბრწყინვალე ფორვარდია. დასანანი ქულები დავკარგეთ და ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ. მომენტების რეალიზებაში მოვიკოჭლებთ, რაც დაუშვებელია".
მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში გახლდათ ხერმან დენისი, რომელიც თავის დროზე "ნაპოლიში" ასპარეზობდა და იქიდან სწორედ მაცარიმ გამოუშვა - შედგა თუ არა ვენდეტა? - ამაზე თავად ხერმანი გვეტყვის:
"ვალტერ მაცარი ძალიან იშვიათად მაძლევდა თავის გამოჩენის შანსს, ბოლოს კი საერთოდ გამომიშვა გუნდიდან. შესაბამისად, მასთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონია. თუმცა შურისძიებაზე ლაპარაკი ნამეტანია, რადგან წყენა გულში არასდროს ჩამიდია. თანაც, მწვრთნელს აქვს უფლება, ესა თუ ის ფეხბურთელი აითვალწუნოს და პირიქით, შეიყვაროს. პირადად მე, მაცარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"