ლუკა ტონი მუნდიალს უმიზნებს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა უდავოდ "ვერონაა", გუნდი, რომელიც ლიდერთა მარაქაშია გარეული და ყველასათვის მოულოდნელად, ევროსაგზურებისთვის იბრძვის.

ამაში თავისი წვლილი ვეტერან ფორვარდ ლუკა ტონისაც მიუძღვის, რომელიც ახალ გუნდში შესანიშნავად ასპარეზობს და გოლს გოლზე იტანს. ლუკას ვენეტოელთა შემადგენლობაში 9 მატჩი აქვს გამართული და 5 გოლი გატანილი, რაზეც 10 წლით უმცროსი ტონიც მოაწერდა ხელს. 36 წლის თავდამსხმელს ამბიციები მოეძალა და მუნდიალს უმიზნებს:

"კარგ ფორმაში ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საუკეთესო წლებში. ეს ჩემს თამაშზე და გოლების რაოდენობაზე შესაბამისად აისახება. მსურს,
"ვერონას" წარმატების მიღწევაში დავეხმარო და თავი ჩეზარე პრანდელის მოვაწონო, რომელმაც მაისში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა განაცხადი უნდა შეადგინოს.

მჯერა, რომ სენიორ ჩეზარე კარგ თამაშს არ დამიკარგავს და ბრაზილიურ მუნდიალზე "სკუადრა აძურას" დავეხმარები"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სეზონის აღმოჩენა: მოდი, ვნახოთ ვერონელი ტალანტები
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე თქვა, ხო: "სენიორ ჩეზარე" ?
:)))))))))))))))))
dudu
11:30 05-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული