ტურინში, ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარდგებიან, გუნდები, რომლებსაც სკუდეტოს მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად მიიჩნევენ...
ბრძოლა 6 ქულისთვის
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე სამ ქულაზე გაცილებით მეტი დევს. პრინციპულ მეტოქესთან და უშუალო კონკურენტთან გამარჯვება ნებისმიერ გუნდს შემატებს თავდაჯერებულობას და ამას არც ანტონიო კონტე და რაფაელ ბენიტესი მალავენ.
ამ უკანასკნელის თქმით, ბრძოლა ექვსი ქულისთვის გაიმართება - ამასთან, დამარცხებული გუნდი არა მარტო გამარჯვებულს გაუშვებს წინ,
"იუვენტუსს" შტეფან ლიხტშტაინერი და მირკო ვუჩინიჩი აკლია, მაგრამ კონტეს გუნდი უკვე მიეჩვია კიდეც მათ გარეშე თამაშს. შტეფანის ადგილს ან მაურისიო ისლა დაიკავებს, ან მარტინ კასერესი - ჩილელის შანსები უფრო ძვირად ფასობს, რადგან ურუგვაელმა მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში თავი შეირცხვინა. შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ, კარლოს ტევესს და ბოლომდე გამოჯანმრთელებულ ფაბიო კვლიარელას ვიხილავთ - ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ნეაპოლელია და არ მალავს, რომ დღემდე "ნაპოლის" თავგადაკლული გულშემატკივარია.
გაცილებით უკეთეს ხასიათზე არიან ნეაპოლელები, რომლებმაც შუა კვირაში "მარსელი" დაამარცხეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასასვლელად. რაფაელ ბენიტესის გუნდს სერია A-შიც კარგად მისდის საქმეები და კიდევ უფრო კარგად წაუვა, თუ ტურინში როგორც მინიმუმ, არ დამარცხდება. რაფას კომენტარში იგრძნობა კიდეც, რომ ფრეს არც თუ ურიგო შედეგად მიიჩნევს:
"ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და ტურინშიც სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავდივართ. თუმცა, უკანმოუხედავად წინ არ წავალთ და ყველანაირად ვეცდებით, საკუთარი კარი საგულდაგულოდ დავიცვათ. "იუვეს" უძლიერესი შემტევები ჰყავს და მათთვის სივრცეების გახსნა არაფრით არ შეიძლება. მოკლედ, სიფრთხილე და საგოლე მომენტების გამოყენება გვმართებს".
რაფაელ ბენიტესი ცენტრფორვარდად კვლავაც გონსალო იგუაინს დააყენებს, მის უკან კი დრის მერტენსი, ხოსე კალეხონი და მარეკ ჰამშიკი გაირჯებიან.
ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში
როგორც "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ განაცხადა, "სასულოსთან" მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია აქამდე ჩატარებულ თამაშებს შორის. მწვრთნელის ლოგიკა გასაგებია - 10-მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ქულების დაკარგვამ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს გუნდზე და რუდი გარსიას საპირისპიროში დარწმუნება სურს. დედაქალაქელები ფლორენცი-ბორიელო-ლიაიჩის ტრიოთი შეუტევენ.
"მილანი" "კიევოს" ესტუმრება და თუ ვერონაშიც ქულები დაკარგა, სილვიო ბერლუსკონიმ შესაძლოა თავზე ხელი მართლაც აიღოს... მაგალითად, "კორიერე დელო სპორტი" გვარწემუნებს, რომ "კიევოსთან" თამაში მასიმილიონო ალეგრისთვის ბოლო შანსია. "ინტერი" "ლივორნოს" უმასპინძლებს და შეეცდება, კიდევ უფრო განიმტკიცოს პოზიციები - აშკარა ფავორიტია "ფიორენტინაც", რომელიც "სამპდორიას" უმასპინძლებს.
იტალია. სერია A. XII ტური
9 ნოემბერი
კატანია-უდინეზე 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კაბალჩეტა, პერუცი, პლაშილი, ბელუში, მონძონი, ბოატენგი, ბარიენტოსი, ბერგესიო - დი ნატალე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +7=3-6, (23-20)
ინტერი-ლივორნო 23.45
დისკვალიფიკაცია: ჟუან ჟესუსი - დე ლუკა, გრეკო, რინაუდო, კოდა.
ტრავმა: კივუ, ჯინათანი, სამუელი, იკარდი, მილიტო, კამპანიარო - ბოტა, ბიაჯანტი, მოსკუერა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +9=2-0, (24-4)
10 ნოემბერი
ტურინი. "იუვენტუს არენა". 23.45
იუვენტუსი-ნაპოლი
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: პეპე, ვუჩინიჩი, ლიხტშტაინერი - ცუნიგა, ბრიტოსი, მესტო.
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +15=9-7, (47-34)
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ტევესი, კვალიარელა.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფერნანდესი, კანავარო, არმერო - ინლერი, ბერამი - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი.
ჯენოა-ვერონა 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: გამბერინი, ვრსალკო, კალაიო, სანტანა - ჩირილიანო, მიჰაილოვი, გომესი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=6-4, (20-22)
ატალანტა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: კარმონა, დენისი (ატალანტა).
ტრავმა: იეპესი, ჯორჯი, ლუკინი, ბონავენტურა, ბრიენცა, ბელინი - კერუბინი, ჩეხი, მანტოვანი, ნატალი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=9-6, (30-28)
კალიარი-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე (ტორინო).
ტრავმა: ეკდალი, პერიკო, პინილია - ფარნერუდი, როდრიგესი, ლარონდო..
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=7-8, (23-27)
კიევო-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (მილანი).
ტრავმა: კალელო, კლეიტონი, ბენტივოლიო - პაცინი, ელ შაარავი, სილვესტრი, დე შილიო, ამელია, ნოჩერინო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +2=3-17, (16-42)
პარმა-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: მაური, სიანი (ლაციო).
ტრავმა: პავარინი, ბიაბიანი, პალეტა, ოკაკა, გალოპა - დიასი, ლულიჩი, ბიავა, ალფარო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +12=10-16, (41-46)
რომა-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: ბენატია (რომა).
ტრავმა: დესტრო, ტოტი, ჟერვინიო - ტერანოვა.
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)
ფიორენტინა-სამპდორია 23.45
დისკვალიფიკაცია: კოსტა, გასტალდელო (სამპდორია).
ტრავმა: გომესი, აგაცი, ილიჩიჩი, ამბროზინი, ბაკიჩი - სალამონი, სანსონე, კასტელინი, ბარილა, გაბიადინი, მუსტაფი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +7=11-8, (35-36)
ბომბარდირები: 9 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 8 - ალესიო ჩერჩი (ტორინო); 7 - როდრიგო პალასიო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"