ჯუზეპე სანინო "კიევოდან" გაუშვეს

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების უკანასკნელ ტურში "კიევომ" "მილანთან" ფრე ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდიული გრანდი ღრმა კრიზისშია, შედეგი დადებითად შეფასდა.

თუმცა კლუბის მესვეურებმა თამაშის ხარისხი ვერ დაინახეს და მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე სანინოს კარისკენ მიუთითეს, რაც მოსალოდნელიც იყო - 12 ტურში "კიევოს" აქტივში მხოლოდ 7 გოლი და 6 ქულაა. შედეგად, ვერონული გუნდი ბოლო ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

მოკლედ, სანინოს ხელში "ვირები" ვერ დაფრინავდნენ და კლუბის მესვეურებმა მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ჯუზეპემ ვერონული გუნდი ზაფხულში ჩაიბარა, იქამდე კი "პალერმოს", "სიენას" და ქვედა
ლიგების რამდენიმე გუნდს წვრთნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გადამფრენი მწვრთნელების სეზონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული