ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

34 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა "იუვენტუსთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე გაახანგრძლივოს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, პირლო წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირლო "იუვენტუსში" შეიძლებოდა პსჟ-ის ნახევარმცველ ტიაგო მოტას შეეცვალა.

მიმდინარე სეზონში პირლომ 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული