"ფიორენტინა" ჟულიო სეზარს მიუბრუნდა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში, "ფიორენტინა" შესანიშნავად ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულად იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის.

გუნდი ყველა რგოლში ექსტრაკლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კონკურენციაც ყველა რგოლში მაღალია - თუმცა, ბევრი თვლის, რომ "ვიოლას" გაცილებით უკეთესი მეკარე სჭირდება, ვიდრე ბრაზილიელი ნეტოა. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას კლუბის მესვეურებიც იზიარებენ და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ჟულიო სეზარის გადაბირებას შეეცდებიან.

34 წლის ჟულიო სეზარი "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ღირსებას იცავს და ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ იტალიაში დაბრუნების სურვილი აქვს.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციელები გოლკიპერის სანაცვლოდ 5
მილიონ ევროს გაიღებენ, საბოლოო სიტყვა კი სწორედ ინგლისელების იქნება. მართალია, ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარისთვის 5 მილიონი სასაცილო თანხად მოსჩანს, მაგრამ სეზარის ასაკიც არ უნდა დავივიწყოთ. მოკლედ, ტოსკანელები ჟულიოს გადაბირებას ლამობენ და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან. აქვე, შეგახსენებთ, რომ "ვიოლას" მესვეურებს ბრაზილიელის გადაბირება ზაფხულშიც სურდათ, მაგრამ მაშინ, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ახალი კონტრაქტები "ფიორენტინაში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული