![](https://sportall.ge/pictures/image5/f2699a4af160544d11d8692ab174cb42.jpg)
თავად განსაჯეთ, მორგანმა 12 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, 9 პაექრობაში კი კარი მშრალად შეინახა, ამასთან 744 წუთი გოლი არ გაუშვია. მოკლედ, დე სანკტისმა, ისევე როგორც მთელმა გუნდმა, საფეხბურთო ევროპა გააოცა. არადა, გამოცდილმა მეკარემ მარტში სანაკრებო კარიერის დასრულება განიზრახა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
მაშინ დე სანკისმა იხუმრა კიდეც, ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს და ჯობია, გზა ახალგაზრდებს დავუთმოო. მოკლედ, მორგანი
"მორგან დე სანკტისი საოცარ სეზონს ატარებს, შესაძლოა საუკეთესოსაც კი ხანგრძლივ კარიერაში. შესაბამისად, დიდი სურვილი მაქვს, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდეს. ვფიქრობ, მას შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე. მორგანი იმ იშვიათ მეკარეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ბოლომდე შეგიძლია ენდო. მასთან დალაპარაკებას ვაპირებ და იმედია, გადაყვეტილებას შეცვლის".
დე სანკტისის არყოფნაში, ჯანლუიჯი ბუფონის მთავარი დუბლიორობისთვის სალვატორე სირიგუ და ფედერიკო მარკეტი ეცილებიან ერთმანეთს. თუ მორგანმა ნაკრებში დაბრუნება განიზრახა, ერთ-ერთს მუნდიალს მიღმა მოუწევს დარჩენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"კალჩოში" სიახლეების ქარი ქრის