ნეიტრალურ მოედანზე, ლონდონში გამართულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე "სკუადრა აძურამ" სწორედ როსის გოლით გახსნა, რასაც აფრიკელებმა ბრაიკ დაიკისა (35) და შოლა ამეობის (39) გოლებით უპასუხეს.
წონასწორობის აღდგენა იტალიელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში, ემანუელე ჯაკერინის გოლით შეძლეს (47), თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.
"ძალიან სამწუხაროა, გოლები რომ გავუშვით მაშინ, როცა თამაშის მიმდინარეობას ჩვენ ვაკონტროლებდით.
ასეა თუ ისე, შეგვიძლია საკუთარი თავით კმაყოფილნი
ბრწყინვალე გუნდი შევიკრიბეთ და სასიამოვნოა ასეთ პარტნიორებთან თამაში. თანაც, ჩვენ მოედნის მიღმაც მეგობრები ვართ.
იტალიის ნაკრებს არაერთი კარგი თავდამსხმელი ჰყავს, რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია, ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე გავიდეს. მთავარი ნაკრების ყველა თამაშში ბოლომდე დახარჯვაა", - თქვა როსიმ მატჩის დასრულების შემდეგ.