არტურო ვიდალი "იუვენტუსში" რჩება!

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს. ჯერ ის უხაროდათ, რომ ფერნანდო ლორენტე ფორმაში შევიდა და გოლების გატანა დაიწყო, ახლა კი, ტურინული გრანდის ლიდერად ქცეულმა არტურო ვიდალმა "იუვესთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა და "ბებერ ქალბატონს" თავის ბედს 2017 წლის ზაფხულამდე დაუკავშირებს.

"არტუროსთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება ჩვენთვის აბსოლუტურად პრიორიტეტული იყო და ძალიან მიხარია, რომ მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. შეთანხმების დეტალებს ფურცელზე ამ დღეებში გავაფორმებთ,"
- ეს "იუვენტუსის" მენეჯერ ჯუზეპე მაროტას სიტყვებია. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ვიდალს ხელფასი წელიწადში 5.5 მილიონ ევრომდე გაეზრდება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
მძიმე "ქალბატონი" და ვიდალშოუ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული