ბერლუსკონები "მილანელოზე"

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, კლუბში ახალი ერა იწყება, რომელსაც ძველი გვარდია შექმნის. დიახ, ახალი ერა ძველი სახეებით - "როსონერიში" დარჩება ადრიანო გალიანი და მასთან ერთად, ტანდემში იმუშავებს ბარბარა ბერლუსკონი.

თუმცა სილვიოს სიტყვა ბევრად უფრო ვრცელი იყო და რაც ყველაზე საინტერესოა, სად შედგა "მილანის" პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა? - "მილანელოზე"!

სილვიოს და ბარბარას სტუმრობა
"მილანი" "აიაქსთან" მატჩისთვის ემზადებოდა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად, "მილანელოზე" სილვიო ბერლუსკონის პერსონალური ვერტმფრენი დაჯდა, საიდანაც კლუბის პრეზიდენტი და ახალი ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა ბერლუსკონი გადმოვიდნენ. ბუნებრივია, ვარჯიში შეწყდა და მწვრთნელ-ფეხბურთელებმა
კლუბის მესვეურებს მიაპყრეს ყურადღება. სილვიო ბერლუსკონი სათითაოდ გადაეხვია ყველა ფეხბურთელს და შემდეგ განაცხადა:

"მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ იმ გუნდის წევრები, რომელსაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ტიტული აქვს მოგებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საუკეთესო გუნდში თამაშობთ და ამით უნდა ამაყობდეთ. მინდა გაიაზროთ, თუ რამხელა ისტორია აქვს "მილანს" და თუ რა წარმატებისთვის მიუღწევია ჩვენს გუნდს. კლუბის ისტორიაში ახალი ერა იწყება, რომელიც ჩვენთან ერთად, თქვენ უნდა შექმნათ.

პირობას გაძლევთ, რომ ამიერიდან უფრო ხშირად მოვალ "მილანელოზე", უფრო ხშირად დავესწრები გუნდის თამაშებს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბმა პროგრესის გზით იაროს. "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის მწვერვალზე
".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ომი და მშვიდობა: კოაბიტაცია მილანურად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული