"დეილი მეილი": აგერი "ნაპოლიში"

AutoSharing Option
"დეილი მეილი" წერს, რომ "ლივერპულის" ყოფილმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა შესაძლოა "ნაპოლიში" 6-თვიანი იჯარით მერსისაიდელთა ცენტრალური მცველი დანიელ აგერი წაიყვანოს. გამოცემის ინფორმაციით, იტალიური კლუბის წარმომადგენლები ორშაბათს თავიანთ ინგლისელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და ტრანსფერს "ფხა მოუსინჯეს".

"წითლების" 29 წლის ვიცე-კაპიტანი "ენფილდზე" 2006 წლის იანვარში სწორედ ბენიტესმა მიიყვანა. დანიელი რამდენიმეთვიანი საადაპტაციო პერიოდის გავლის შემდეგ, 2010 წლის ზაფხულამდე, იქამდე, ვიდრე ესპანელი გუნდიდან წავიდოდა, ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მიიჩნეოდა. აგერს ეს სტატუსი არც კენი დალგლიშის დანიშვნის შემდეგ დაუკარგავს. ფეხბურთელს პრობლემები მხოლოდ მიმდინარე სეზონში შეექმნა. ბრენდან როჯერსი
დაცვის ცენტრში მარტინ შკრტელის მეწყვილედ უფრო მამადუ სახოსა და კოლო ტურეს ათამაშებს. 16 ტურში აგერი ძირითადში მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა, რაც მას არ აკმაყოფილებს.

"ლივერპულიდან” აგერის წასვლაზე პრესა ზაფხულშიც წერდა. სახელდებოდა "მანჩესტერ სიტისა” და "ბარსელონას” ვარიანტები, თუმცა როჯერსმა ტრანსფერი დაბლოკა. რას იზამს ამჯერად "წითლების” ჩრდილოირლანდიელი თავკაცი, ამას უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი ბალანსის ძიებაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული