ჯუზეპე მაროტა: ჯერ არც მასე დავბეჩავებულვართ, საუკეთესო ახალგაზრდა ვერ შევინარჩუნოთ

AutoSharing Option
როგორც "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მესვეურთა მთავარი საფიქრალი არა ახალი ფეხბურთელების დამატება, არამედ წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივება იქნება.

მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ შესაძლოა, ზაფხულში "იუვე" 34 წლის ანდრეა პირლომ და 20 წლის პოლ პოგბამ დატოვონ. პოგბას გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და მასში კოლოსალურ თანხებსაც გადაიხდიან; აი, პირლოს კი კონტრაქტი უმთავრდება და ჯერჯერობით მისი გახანგრძლივებისგან თავს იკავებს - შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ კარიერის მიწურულს ანდრეას ახალი თავგადასავლების წყურვილი მოეძალა. თუმცა მაროტა
უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ვადასტურებ, რომ ზამთარში ჩვენი მთავარი საზრუნავი წამყვან ფეხბურთელებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება იქნება. ანდრეა პირლოს შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ხმები გადაჭარბებულია. ანდრეა ტურინში თავს დიდებულად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. პირლოს მალე შევთავაზებთ ახალ ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებასაც მივაღწევთ.

რაც შეეხება პოგბას, მასზე დიდი შემოტევა იქნება, რომელსაც უნდა გავუძლოთ. დღეს იტალიური კლუბები ფინანსურად ჩამორჩებიან ინგლისურ და ესპანურ გრანდებს, თუმცა არც ისე დავბეჩავებულვართ, რომ გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ვერ შევინარჩუნოთ. ასე რომ, პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული