დანიელ აგერი ნეაპოლელთა სამიზნეში

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში აღარ ერიდებიან იმის თქმას, რომ ნეაპოლელთა პრობლემა უკანა ხაზშია. საყრდენ ნახევარმცველებს განსაკუთრებით ძლიერ გუნდებთან, გრანდებთან უჭირთ, რასაც ემატება მცველთა ხშირი შეცდომები. რაფა ბენიტესი არ სწყალობს პაოლო კანავაროს - რაულ ალბიოლი, მიგელ ბრიტოსი და ფედერიკო ფერნანდესი კი ბევრს სცოდავენ.

საყრდენი ხაზის გაძლიერება ხავიერ მასკერანოთი იგეგმება, აი, დაცვაში კი ნეაპოლელთა პრიორიტეტული სამიზნე თურმე დანიელ აგერი ყოფილა.

29 წლის ცენტრალური მცველი "ლივერპულის" ღირსებას იცავს, თუმცა, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამიტომ კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი, წესით, არც თავად ფეხბურთელი უნდა იყოს.
"გაძეტას" მტკიცებით, ნეაპოლელები მზად არიან, აგერს სეზონურად 4.2 მილიონი ევრო შესთავაზონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებენ იტალიელები 29 წლის დანიელი მცველის სანაცვლოდ მერსისაიდელებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული