იტალია. სერია A. XVIII ტური: დიდი ნაბიჯი სკუდეტოსკენ [VIDEO]

AutoSharing Option
საშობაო შესვენება დასრულდა და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაც განახლდა. 5 იანვარს სამი საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთმა არათუ იტალიის, მთელი საფეხბურთო ევროპის ყურადღება მიიპყრო.

ტურინში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერები: "იუვენტუსი" და "რომა" წარსდგნენ. 6 იანვარს კიდევ ერთი სუპერჯახია - ახალი "ლაციო" "ინტერს" დაუხვდება.

ინტრიგა მხოლოდ პირველ ტაიმში
ცენტრალური მატჩის პირველი ტაიმი მაღალ ტემპში წარიმართა და მეტად სანახაობრივი გამოდგა - ვიხილეთ ორმხრივი იერიშები, სიხიფათო მომენტები და ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობა.

აი, მეორე ნახევარში კი ერთი გუნდი დომინირებდა და ეს გუნდი "იუვენტუსი" გახლდათ.
ტურინელებმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გახსნეს ანგარიში, როდესაც კარლოს ტევესის დიდებული პასი არტურო ვიდალმა შეირგო, მეორე ტაიმის სტარტზე გატანილმა მეორე გოლმა კი თამაში, ფაქტობრივად, მოკლა - ანდრეა პირლოს საჯარიმო ლეონარდო ბონუჩიმ დააგვირგვინა და მასპინძელთა უპირატესობა გააორა.

მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც არბიტრმა მოედნიდან რომაელთა ორი ფეხბურთელი გააძევა და პლუს, ტურინელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა: დანიელე დე როსი ჯორჯო კიელინისთან უხეშობისთვის მიაბრძანეს მინდვრიდან, ლეანდრო კასტანმა კი კარის ხაზზე ხელით ითამაშა და მსაჯს არც ეს ეპიზოდი გამორჩენია.

პენალტი გოლად შეცვლაზე შესულმა მირკო ვუჩინიჩმა აქცია და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ამრიგად, "რომამ" პირველი მარცხი იწვნია სეზონში, "იუვენტუსმა" კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. 5 იანვრის გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატის ლიდერი უშუალო მდევარს მთელი რვა ქულით უსწრებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღის ინტრიგა
სეზონის პირველი ნახევარი "ლაციომ" კატასტროფულად განვლო, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლა განაპირობა. ვლადიმირ პეტკოვიჩი ედუარდო რეიამ ჩაანაცვლა, რომელიც 2010-12 წლებში უკვე წვრთნიდა რომაულ გუნდს. მოკლედ, ახალ წელს "ბიანკოჩელესტე" სახეცვლილი შეხვდა, რამაც გულშემატკივრებს ახალი იმედები გაუჩინა.

რაც შეეხება "ინტერს", სეზონის პირველი ნახევარი ვალტერ მაცარის გუნდმა იმაზე უკეთ განვლო, ვიდრე ბევრს წარმოედგინა - ამ შემადგენლობით ლიდერთა შორის ყოფნა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უდავოდ მიღწევაა, რაც მილანურ დერბიში გამარჯვებამ საერთოდ დახატა. მით უფრო საინტერესო იქნება მოახლოებული ჯახი, რომელსაც სატურნირო ცხრილის გადასახედიდანაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს: "ინტერს" არ სურს ლიდერთა სამეულისგან ჩამორჩენა, "ლაციოს" კი ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვს, ევროზონას ცოტა მაინც მიუახლოვდეს.

"გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ ედუარდო რეია "ლაციოს" ტაქტიკას შეუცვლის და 4-5-1-დან გუნდს 4-2-3-1-ზე გადააწყობს; ესეც ერთგვარი 4-5-1-ია, მაგრამ სულ სხვა ყაიდის და ბევრად უფრო შემტევი. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე იქნება, რომელსაც ზურგიდან ერნანესი, სენად ლულიჩი და ანტონიო კანდრევა დაეხმარებიან. ერთი შეხედვით, რეიას გადაწყვეტილება ლოგიკურია - თითქოს მის ხელთ არსებული რესურსი ამ სქემას ყველაზე უკეთ მოერგება.

ვალტერ მაცარი არაფერს შეცვლის და ისევ 3-5-1-1-ით დაუპირისპირდება მეტოქეს. წინა ხაზზე როდრიგო პალასიო იმოქმედებს, სიღრმიდან კი ფრედი გუარინი და კომპანია მიეშველებიან.

სერია A. XVIII ტური

კიევო-კალიარი 0:0
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფრეი, დაინელი, ცეზარი - სარდო (57. სესტუ), რიგონი, ჰეტემაი, ბენტივოლიო (82. რადოვანოვიჩი), დრამე - თერეუ, პელისიერი (69. პალოსკი).
კალიარი (4-3-1-2): ადანი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ - ეკდალი (77. დესენა), ნაინგოლანი, კონტი - კოსუ (73. კაბრერა) - საუ (63. იბარბო), პინილია.
გაფრთხილება: ცეზარი, რიგონი, პალოსკი - ასტორი, კონტი.
კუთხური: 1-1; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 1-4 (0-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-ლივორნო 1:0
გოლი: 1:0 გონსალო (66).
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, პისარო, ბორხა ვალერო (81. ამბროზინი), ვარგასი - ილიჩიჩი (62. ხოაკინი), როსი (71. მატოსი).
ლივორნო (5-4-1): ბარდი - ჩეკერინი (84. ემეგარა), მბაიე, რინაუდო, ვალენტინი, სკატარელა - ბიაჯანტი (90. დუნკანი), ლუჩი, ბენასი (89. სილიგარდი), გრეკო - პაულინიო.
გაფრთხილება: გონსალო, კუადრადო, აკვილანი, ილიჩიჩი - რინაუდო, ვალენტინი, სკატარელა, ლუჩი, პაულინიო.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-7 (7-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 30 000

იუვენტუსი-რომა 3:0
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ბონუჩი (48), 3:0 ვუჩინიჩი (77).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (79. მარკიზიო), პოგბა, პირლო, ასამოა - ტევესი (60. ვუჩინიჩი), ლორენტე (81. კვალიარელა).
რომა (4-2-3-1): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო (73. ტოროსიდისი) - დე როსი, პიანიჩი (55. დესტრო), სტროტმანი - ლიაიჩი, ჟერვინიო, ტოტი (73. ფლორენცი).
გაფრთხილება: ბარცალი, კიელინი, ტევესი - ჟერვინიო, ლიაიჩი.
გაძევება: დე როსი (75. რომა), კასტანი (76. რომა).
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 8-7 (5-4); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 41 000

6 იანვარი
ნაპოლი-სამპდორია 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ცუნიგა, მესტო, რეინა, ბერამი - ობიანგი, რენანი, რეჯინი, სორიანო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12=7-7, (33-27)

მილანი-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: მუნტარი (მილანი).
ტრავმა: ელ შაარავი, ბირსა, აბატე, კონსტანტი - სკალონი, ლუკინი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +17=7-4, (48-21)

კატანია-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: გარიჩი, დიამანტი (ბოლონია).
ტრავმა: ალმირონი, ბელუში, საბალეტა - სორენსენი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +2=3-7, (8-18)

ჯენოა-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: პორტანოვა, სანტანა, კუჩკა, გამბერინი - ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

პარმა-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: გობი - ჟილე.
ტრავმა: პავარინი, გალოპა, გარგანო, მუნარი - ლარონდო, ბოვო, ელ ქადური.
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-0 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +12=4-2, (38-15)

უდინეზე-ვერონა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: მურიელი, ბენუსი - ჩირილიანო.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=3-2, (15-12)

ლაციო-ინტერი 21.30
დისკვალიფიკაცია: მაური - კამპანიარო.
ტრავმა: კავანდა, რადუ - კივუ, მარიგა, ტაიდერი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +15=18-13, (63-59)
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - კონკო, დიასი, ბიავა, პერეირინია - გონსალესი, ლედესმა - კანდრევა, ერნანესი, ლულიჩი - კლოზე.
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - რანოკია, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, ალვარესი, კამბიასო, კუზმანოვიჩი, ნაგატომო - გუარინი - პალასიო.

ბომბარდირები: 14 - როსი (ფიორენტინა); 11 - ტევესი (იუვენტუსი); 10 - პალასიო (ინტერი); 9 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი); 8 - კალეხონი (ნაპოლი), იმობილე (ჯენოა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული