ცვლილება "ბოლონიაში": პიოლის ბალარდინი შეცვლის

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "ბოლონიამ" მორიგი მარცხი იწვნია და ამჯერად ჩემპიონატის აუტსაიდერთან, "კატანიასთან" შერცხვა.

ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა კლუბის მესვეურებისთვის, რომლებმაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს. 48 წლის სპეციალისტი 2011 წლიდან ედგა "ბოლონიას" სათავეში და ამ პერიოდში მისი საუკეთესო შედეგი სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი იყო. დღეისთვის "როსობლუ" მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

უკვე გაცხადდა იმ მწვრთნელის ვინაობა, რომელიც პიოლის ადგილს დაიკავებს. "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდება, 50 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს "ჯენოას" ედგა
სათავეში, იქამდე კი "კალიარის", "ლაციოს" და "პალერმოს" წვრთნიდა. დავიდემ გააკეთა მოკლე კომენტარი და განაცხადა, რომ "ბოლონიას" არათუ ელიტაში ადგილის შენარჩუნება, უფრო მაღალი მიზნების მიღწევაც ძალუძს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული