თითქოს საშობაო პაუზა მასიმილიანო ალეგრიმ იდეალურად გამოიყენა და გუნდი გარდასახა, თუმცა ერთი მატჩით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება რომ არ ივარგებს, ცხადზე უცხადესია. და მაინც, რა ბედი ელის ალეგრის? - ახალ წლამდე მასიმილიანომ ჟურნალისტებს გული გადაუშალა და განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონია "მილანში" - თუმცა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ამას არ ადასტურებს:
"დასამალი არ არის, რომ კლარენს ზეედორფთან გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ ეს
"მილანი" სეზონს, ალბათ, იმ შემთხვევაში დაასრულებს ტრიუმფალურად, თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, თორემ სერია A-ში გუნდს უკიდურესად რთული ვითარება აქვს - ლომბარდიელთა მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და თავად განსაჯეთ, რა შანსი აქვს ალეგრის გუნდს სამეულში შესასვლელად.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად "როსონერი" მე-11 ადგილზეა სატურნირო ცხრილში და მესამე პოზიციაზე მყოფ "ნაპოლის" მთელი 17 ქულით ჩამორჩება. მოკლედ, ალეგრის იმედი ლიგაა, მაგრამ შესწევს კი ამ "მილანს" იმის ძალა, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი არათუ მოიგოს, თუნდაც ნახევარფინალში გავიდეს? - ეგ კი არა, ლომბარდიული გრანდის შანსები მერვედფინალშიც კი მინიმალურად ფასდება; შეგახსენებთ, რომ "მილანს" მადრიდის "ატლეტიკოსთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"