ჟოზე მოურინიო: მატა მოედანზე მაშინ შედის, როცა ამას სიტუაცია ითხოვს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ოსკარის, ვილიანისა და ედენ აზარის თამაშით კმაყოფილია.

"ოსკარი, ვილიანი და აზარი ძალიან კარგად თამაშობენ და გუნდიც კარგად თამაშობს, მაგრამ ამავე დროს, სხვა ფეხბურთელებიც გვჭირდება.

თუ შეხვედრა 0-0-ისკენ მიდის, მატა მოედანზე შედის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. თუმცა "ჰალთან" შეხვედრა სხვა მიმართულებით წარიმართა, ამიტომ სხვანაირი გადაწყვეტილება მივიღე.

ამის მიუხედავად, სათადარიგო ფეხბურთელები გვჭირდება. მატაც გვჭირდება და შიურლეც",
- თქვა მოურინიომ.

მომზადებულია ITV Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული