დომენიკო ბერარდი: ეს საღამო არასდროს დამავიწყდება

AutoSharing Option
"სასუოლოს" თავდამსხმელმა დომენიკო ბერარდიმ, რომელმაც სერია A-ს მე-19 ტურის მატჩში "მილანთან" პოკერი შეასრულა, თამაშის შემდეგ ემოციები არ დამალა.

ერთ-ერთი, ვისაც ფეხბურთელმა თავისი ოთხი გოლი მიუძღვნა, მისი თანაგუნდელი ფრანჩესკო აჩერბია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

ფორვარდმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს, რომელიც ბოლო დროს დიდ წნეხშია მოქცეული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეს საღამო არასდროს დამავიწყდება. ვის ვუძღვნი ამ გამარჯვებას? ფრანჩესკო აჩერბის, ჩემს ოჯახსა და მეგობარ გოგონას.

გამარჯვებას ვულოცავ მწვრთნელს - ეს თამაში მას მივუძღვენით. სწორედ მან გადმოგვიყვანა სერია A-ში. ვფიქრობ, ამ
გამარჯვებას დიდი გავლენა ექნება მის მომავალზე",
- აქვეყნებს ბერარდის ნათქვამს Corriere dello Sport-ი.

19 წლის ბერარდი, რომელიც ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის და "სასუოლოში" იჯარით თამაშობს, გახდა პირველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში, რომელმაც "მილანის" კარში პოკერი შეასრულა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 15 მატჩში გატანილი 11 გოლი და 5 საგოლე პასია.

ფეხბურთელზე აზრი "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ გამოთქვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბერარდიზე დიდ იმედებს ამყარებს.

"იუვენტუსს" "სასუოლოსთან" ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბერარდის ამ გუნდში ჩავტოვებთ. სეზონის დასრულების შემდეგ ის "იუვეში" დაბრუნდება და ჩვენს გუნდში ითამაშებს.

მაგრამ დომენიკომ უნდა იცოდეს, რომ შემადგენლობაში დაჯავშნული ადგილი არ ექნება. "იუვენტუსი" მისგან შემდგომ პროგრესს მოელის".


ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIX ტური: რეკორდული "იუვე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული