კეისუკე ჰონდამ "მილანში" დებიუტი გოლით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაურო ტასოტიმ "სპეციასთან" (3:1) იტალიის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სპეციალისტმა კეისუკე ჰონდას დებიუტიც შეაფასა, რომელიც ახალი გუნდის რიგებში გოლით გამოირჩა.

"შემდეგ ეტაპზე გავედით და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ პაცინი დაბრუნდა. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჰონდამაც კარგად ითამაშა, მაგრამ სათამაშო კომპონენტში უნდა მოუმატოს; ხოლო ტექნიკის მხრივ, ყველაფერი რიგზე აქვს და მის გოლსაც არა უშავდა", - თქვა ტასოტიმ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ასევე ჯამპაოლო პაცინიმ გააკეთა:

"ჰონდასთან ერთად თამაში კომფორტულია. ის ხაზებს შორის მოქმედებს და
ბურთსაც კარგად ფლობს. ჰონდა ქების ღირსია, რომ ასე სწრაფად შეძლო გუნდში ადაპტაცია",
- თქვა პაცინიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული