ეს ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა სიმართლეს მას მერე, რაც 20 იანვარს ჩერნოგორიელმა ტურინელთა ვარჯიში გამოტოვა და კულუარული ინფორმაციით, მილანში გაემგზავრა.
ტრანსფერების ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო, რომელსაც სხვებზე ადრე აქვს ხოლმე საინტერესო ინფორმაციები, ირწმუნება, გუარინსა და "იუვეს" შორისაც ყველაფერი გარკვეულია, მცირე დეტალებს საბოლოოდ შეათანხმებენ და კოლუმბიელი ტურინში ჩავა სამედიცინო შემოწმების გასავლელადო.
ვუჩინიჩი, რომელმაც "ბებერი ქალბატონის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, "არსენალსაც" სურდა, მაგრამ ლონდონელებმა ტურინელებისგან უარი მიიღეს.
ჩვენი მხრივ, შეგვიძლია დავამატოთ, რომ გუარინის "იუვენტუსში" გადასვლამ და ისედაც მძლავრი ნახევარდაცვის გადატვირთვამ, შესაძლოა, ანტონიო კონტეს გუნდიდან მინიმუმ ერთი ნახევარმცველის გაყიდვა გამოიწვიოს. თითოეულ მათგანს არაერთი მსურველი ჰყავს.
ბოლო დროს ყველაზე ხშირად სხვადასხვა კლუბი პოლ პოგბასა და კლაუდიო მარკიზიოს უტრიალებს. არტურო ვიდალს "იუვე" არაფრის დიდებით არ გაუშვებს და ალბათ ანდრეა პირლოსთანაც მოხერხდება მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე.
ამასობაში, "ინტერი" მეორე ტურინულ გუნდთანაც აპირებს საქმიანი ურთიერთობის დაჭერას. ამბობენ, სადაცაა დანილო დ’ამბოზიოს ტრანსფერი გაცხადდებაო. ეს უკანასკნელი "ტოროს" სტაბილურად კარგი თამაშის ერთ-ერთი მთავარი გარანტი და მიზეზია. "გრანატას" პრეზიდენტი ურბანო კაირო კი ამბობს, დ’ამბროზიო არსად წავაო, მაგრამ პრესაში რადიკალურად განსხვავებული ცნობები ვრცელდება და მათ თუ ვენდობით, 25 წლის ფეხბურთელი უკვე "ინტერის" წევრად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პოლ პოგბა "მანჩესტერში" არასოდეს დაბრუნდება