როგორც ჩანს, სპინელი პეროტისგან რაიმე სასწაულს ელოდა, რომელიც არ მოხდა და 20 იანვრისთვის ის უკვე მოხსნილი იყო. იტალიურ მედიას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 20 იანვარსვე სპინელი, გუნდის სპორტულ დირექტორ სტეფანო კაპოცუკასთან ერთად, ნიკოლას შეხვდა და თითქოს 40 წლის სპეციალისტი პოსტზე უნდა დაებრუნებინათ. შეგახსენებთ, რომ "ამარანტო" სერია B-დან სწორედ
თუმცა მისი კვალიფიკაცია თავიდანვე ეჭვქვეშ დადგა და ამბობდნენ, "ლივორნოს" სეზონის დაწყებამდე სხვა მწვრთნელს ჩააბარებენო. მერე ტოსკანელებს კარგი სერია ჰქონდათ და გუნდმა ახალგაზრდა სპეციალისტი 2015 წლის ზაფხულამდე დაიბევა, მაგრამ ამას ჩავარდნა მოჰყვა და ნიკოლაც მოხსნეს. იმ "საიდუმლო სერობის" მიუხედავად, მისი დაბრუნება არ შედგა. ძნელი სათქმელია რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები შეხვედრისას, მაგრამ ფაქტია, საბოლოოდ "ლივორნოს" 8 დღეში მესამე მწვრთნელი ჰყავს.
დი კარლოს ბოლო ნავსაყუდელი "კიევო" იყო. იქამდე იგი "სამპდორიაში" მუშაობდა და წესით, ეს სპეციალისტი თქვენთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს. ვნახოთ, რამდენად გამოუვა მას გუნდის დროულად გამოყვანა კრიზისიდან, თორემ სპინელის მწვრთნელის მოხსნა რომ არ გაუჭირდება, ძნელი მისახვედრი აღარ არის.
დღეისათვის, "ლივორნო" 20 ტურიდან 13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ქულებით ვერც ბოლოადგილოსან "კატანიას" სჯობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"