მილანი-უდინეზე 1:2. კლარენს ზეედორფი: ჯერ ადრეა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა იტალიის თასზე "უდინეზესთან" წაგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 იანვარს, მილანში გამართულ შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-6 წუთზე მარიო ბალოტელიმ გახსნა, თუმცა ლუის მურიელმა ჯერ პენალტით გაათანაბრა (41), ნიკოლას ლოპესმა (78) კი სტუმრები თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მთელმა გუნდმა მოედანზე მუხლჩაუხრელად იშრომა, მაგრამ დაღლამ თავი მაინც იჩინა.

ჯერჯერობით არ ვართ მზად, სტაბილური ფეხბურთი ვაჩვენოთ, თუმცა დღეს რაღაც საინტერესო მაინც დავინახე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ჩვენ შევძლებთ ვითარების გამოსწორებას.

როდესაც დიდი კლუბის ღირსებას იცავ, იცი,
რომ მეტი მოგეთხოვება, მაგრამ წაგების შემდეგ მე ბიჭებს მაინც სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

არსებული ვითარების გამოსწორება შრომითა და მიზანსწრაფულობით შეიძლება",
- თქვა ზეედორფმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული