"იუვენტუსი", ანტონიო კონტე და ანდრეა პირლო სერია A-ს საუკეთესოები არიან

AutoSharing Option
მილანში გამართულ ცერემონიაზე ტურინის "იუვენტუსი" გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო გუნდად აღიარეს.

გამოკითხვა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, არბიტრებსა და ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

2012/13 წლების სეზონში ტურინულმა კლუბმა სკუდეტო ზედიზედ მეორედ მოიგო.

გარდა ამისა, საუკეთესო მწვრთნელად ტურინელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასახელდა, ხოლო "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო - საუკეთესო ფეხბურთელად.

ამასთან ერთად, პირლო თანაგუნდელებთან - ანდრეა ბარძალისთან, არტურო ვიდალთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად, 2012/13 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული