გამოკითხვა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, არბიტრებსა და ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.
2012/13 წლების სეზონში ტურინულმა კლუბმა სკუდეტო ზედიზედ მეორედ მოიგო.
გარდა ამისა, საუკეთესო მწვრთნელად ტურინელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასახელდა, ხოლო "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო - საუკეთესო ფეხბურთელად.
ამასთან ერთად, პირლო თანაგუნდელებთან - ანდრეა ბარძალისთან, არტურო ვიდალთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად, 2012/13 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მომზადებულია juventus.com-ის მიხედვით