ვინჩენცო მონტელა: პირდაპირ ვამბობ, მსაჯები რომ "კალიარის" დაეხმარებოდნენ, ვიცოდი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "კალიარიმ" მცირე სენსაცია მოახდინა, 1:0 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ფიორენტინა".

28-ე წუთზე მარკ საუ საჯარიმოში სტუმართა არგენტინელმა მცველმა ფაკუნდო რონკალიამ მოცელა.

პენალტი ცენტრში მაურისიო პინილიამ დაარტყა და გამარჯვება "კალიარის" მოუტანა.

"ფიორენტინა" 41 ქულით მე-4 ადგილზეა, "კალიარი" 24 ქულით - მე-13-ზე.

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა):
"არ მიყვარს მსაჯების შეცდომების გარჩევა, "ფიორენტინამ" არ წააგო მსაჯის შეცდომის გამო. "კალიარი" ინიციატივას ფლობდა და დამსახურებულადაც მოიგო.

სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ მსაჯები "კალიარის" დაეხმარებოდნენ. ამას შეგუებულიც ვიყავი. ამას საჯაროდ ვამბობ. ეს იმიტომ
ხდება, რომ მსაჯები არასოდეს ეხმარებიან იმ გუნდს, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს.

მაგრამ მე და ჩემ ფეხბურთელებს ეს სულაც არ გვამართლებს"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული