"მილანმა" "ტორინოს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში კლარენს ზეედორფის "მილანმა" "ტორინოს" უმასპინძლა.

მე-18 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ჩირო იმობილე დრიბლინგით შეიჭრა მილანელთა საჯარიმოში და დაბალ კუთხეში გაიტანა.

50-ე წუთზე ანგარიში "ვალენსიადან" გადასულმა ადილ რამიმ გაათანაბრა, ფრანგმა სალი მუნტარის პასით გაიტანა - 1:1, შეხვედრაც ასე დასრულდა.

"ტორინო" 33 ქულით მე-6 ადგილზეა, "მილანს" 29 ქულა აქვს და მხოლოდ მეცხრეა ჩემპიონატში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული