თუმცა არანაკლებ ყურადღებას იპყრობენ ლიდერთა ჯახები: "იუვენტუსი" "კიევოს", "რომა" კი "სამპდორიას" უმასპინძლებს. ტურს კი "მილანი" გახსნის "ბოლონიასთან" საშინაო პაექრობით.
ჩემპიონთა ლიგის რეპეტიცია
მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" პროგრამა-მაქსიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა, ის მაინც ყურადღების ცენტრშია. ლომბარდიელებს ჩემპიონთა ლიგის პაექრობა ელით და "ბოლონიასთან" თამაში, ფაქტობრივად, გენერალური რეპეტიციაა.
იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, კლარენს ზეედორფი კაკას დაასვენებს. ანდრეა პოლი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გაირჯება, იქ, სადაც გასულ ტურში ინაციო აბატე მოსინჯეს და ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა.
სტუმრად "იებთან"
"ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და "ნაპოლისთან" მძაფრ კონკურენციაშია, "ინტერი" კი ამოცანებს არ ამხელს - გულის სიღრმეში, ალბათ მილანელებსაც სჯერათ მესამე ადგილზე აღზევების.
"ინტერს" ახალწვეული ერნანესი ჰყავს დაშავებული, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მატჩამდე მომჯობინება ბრაზილიელმა უნდა მოასწროს. შესაბამისად, კვლავაც ვიხილავთ მის ტანდემს ფრედი გუარინთან.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სასტარტოში იქნება "ინტერის" კიდევ ერთი ახალწვეული დანილო დამბროზიო, რომელიც, სავარაუდოდ, მარჯვენა ფრთაზე გაირჯება და ჯონათანს ჩაანაცვლებს. შეტევაში ვალტერ მაცარის კვლავაც როდრიგო პალასიოს და დიეგო მილიტოს იმედი ექნება.
"ფიორენტინა" თასის ფინალშია და "ინტერთან" პაექრობას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება. ვინჩენცო მონტელა ხშირად 4-3-3 ტაქტიკას იყენებს, მაგრამ ამჯერად, ალბათ, 3-5-2-ს დაეყრდნობა. შესაბამისად, მთავარი ბრძოლა ცენტრში უნდა გაჩაღდეს და ამ ფონზე, ბორხა ვალეროს დისკვალიფიკაცია მეტად ცუდი ამბავია. უმნიშვნელოვანეს პაექრობაში ფლორენციელებს ესპანელი დირიჟორის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა.
განრისხებული კონტე
"ვერონასთან" დაკარგული ქულების შემდეგ ანტონიო კონტე წყობილებიდან გამოვიდა, შეგირდებს ქოქოლა დააყარა და უქმე დღეს ვარჯიში დაუნიშნა. "იუვენტუსი" "კიევოს" მასპინძლობს და თუ კიდევ ერთხელ წაიფორხილა, ვეჭვობთ, კონტე ცოდვის დღეს დაატრიალებს.
ტურინელები გაშმაგებით შეუტევენ და "კიევოს" დაცვას რომ დიდი ჯაფა დაადგება, თქმა არ სჭირდება. "კიევო" მთელი გუნდით ჩადგება დაცვაში და თამაშის მთავარი ინტრიგაც იმაშია, გაარღვევენ თუ არა "მფრინავი ვირების" რუბიკონებს "ზებრები". ეს მისია, უპირველესად, კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს დაეკისრებათ, პაბლო დანიელ ოსვალდო კი ალბათ მეორე ნახევარში ჩაერთვება თამაშში.
ბუნებრივია, უდიდესი როლი ექნება ანდრეა პირლოს თავისი გამჭოლი პასებით.
"რომა" კერკეტ "სამპდორიას" უმასპინძლებს და შეეცდება, "იუვეს" ქულათა სხვაობის გაზრდის საშუალება არ მისცეს. ამისთვის მოგებაა საჭირო და რუდი გარსიაც შეგირდებს შეტევაზე დაგეშავს.
"სამპა" კარგად დგას დაცვაში, ამ ბარიერის დაძლევას კი ტექნიკური შუა ხაზი დასჭირდება, რომელიც ბურთს გააკონტროლებს და ცენტრზე გაბატონდება. ამიტომ ნახევარდაცვაში დანიელე დე როსისთან და კევინ სტროტმანთან ერთად, ტექნიკურ მირალემ პიანიჩს ველოდებით და არა ძალისმიერ რაჯა ნაინგოლანს.
გარსია ექსპერიმენტებს შეტევაშიც მოერიდება და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, ფსონს ალესანდრო ფლორენცისა და ჟერვიონიოზე ჩავა.
გასულ უქმეებზე "ნაპოლიმ" "მილანი" დაამარცხა და, როგორც რაფა ბენიტესმა განაცხადა, მცირე ჩავარდნა დაძლია. სიტყვებს საქმით გამყარება სჭირდება და ნეაპოლელებს ამის გაკეთება "სასუოლოსთან" მოუწევთ.
ბენიტესი შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს არ მოახდენს და ამჯერად, შეტევაშიც მოერიდება როტაციას - მოკლედ, აქეთ გონსალო იგუაინი და იქით დომენიკო ბერარდი, არ უნდა იყოს ურიგო დუელი.
იტალია. სერია A. XXIV ტური
14 თებერვალი
მილანი-ბოლონია 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ელ შაარავი, კრისტანტე, ბირსა, რობინიო - პაციენცა, აკვაფრესკა.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +17=7-5, (53-29)
15 თებერვალი
ფიორენტინა-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბორხა ვალერო (ფიორენტინა).
ტრავმა: სავიჩი, ტომოვიჩი, ჰეგაზი, როსი, რებიჩი - კამბიასო, ალვარესი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +7=9-21, (42-59)
16 თებერვალი
კატანია-ლაციო 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ფრიზონი, ალმირონი, ლეტო - ალფარო, პოშტიგა, ედერსონი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +6=3-7, (18-22)
ატალანტა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი (ატალანტა).
ტრავმა: სკალონი, ბელინი, ლივაია - პავარინი, ობი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7=9-11, (32-37)
კალიარი-ლივორნო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: პიზანო, იბარბო, პინილია - სილიგარდი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4=9-2, (20-14)
ჯენოა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: გამბერინი, დონარუმა, კუჩკა - ბრკიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +9=2-4, (29-18)
იუვენტუსი-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო).
ტრავმა: კიელინი - პარედესი, კალელო, დაინელი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +14=6-1, (39-19)
სასუოლო-ნაპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: როზი - ფრელო, კალეხონი, ინლერი.
ტრავმა: ტერანოვა, ბიონდინი, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი, მანიანელი, გაცოლა - ცუნიგა, მესტო, რევეილერი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1-1)
რომა-სამპდორია 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: დოდო, ბალცარეტი (რომა).
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +16=10-8, (51-34)
17 თებერვალი
ვერონა-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: ჟილე (ტორინო).
ტრავმა: მაიეტა - გაცი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=4-9, (22-25)
ბომბარდირები:
14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ჯენოა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"