ანტონიო კონტე: ვინაა კაპელო, რომ ჩემს შეცდომებზე ლაპარაკობს?!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე რუსეთის ნაკრების თავკაცის, ფაბიო კაპელოს ნათქვამს უკმეხად გამოეხმაურა.

კაპელომ ახლახან თქვა, რომ ტურინელებს ევროასპარეზზე წარმატების მიღწევაში ხელს სერია A-ში დაბალი კონკურენცია უშლით.

"ის ყველაფერზე ლაპარაკობს. რომ ჰკითხოთ, ჩვენ სამოყვარულო ტურნირში ვთამაშობთ. რაც ამ კლუბში ვარ, კაპელო გამუდმებით განიკითხავს "იუვენტუსს". ეტყობა, ჩვენი რეკორდები და სტატისტიკა აბრაზებს.

"ბებერი ქალბატონის" სხვა ყოფილი მწვრთნელები, მარჩელო ლიპი და ჯოვანი ტრაპატონი "იუვენტუსს" ყოველთვის პატივისცემით მოიხსენიებენ, კაპელო კი - არა", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს Football Italia.

ამას გარდა, კონტემ თავის თანამემამულეს
იქით მისცა რამდენიმე რჩევა:

"სჯობს, მან იმაზე იფიქროს, თუ როგორ უნდა გავიდეს რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფიდან. მის ადგილზე მე ხმასაც არ ამოვიღებდი.

და საერთოდ, ვინაა კაპელო, რომ ჩემს შეცდომებზე ლაპარაკობს?!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული