10:15 28-11-2014
მასიმილიანო ალეგრი: კმარა პენალტზე საუბარი!
AutoSharing Option
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "იუვენტუსი" საკუთარ კედლებში "ატლეტიკოსთან" დამარცხდება, "ოლიმპიაკოსი" კი "მალმიოს" მოუგებს. არადა, ტურინელებს ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, რომ მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაენაღდებინათ და დღეს მშვიდად ყოფილიყვნენ...
"იუვენტუსი"-"ოლიმპიაკოსის" ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბერძენთა კარის მიმართულებით თერთმერტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან არტურო ვიდალი მივიდა და პენალტი გააფუჭა. ჩილელს რომ გოლი შეეგდო, "იუვე" "ოლიმპიაკოსთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მოიპოვებდა და დღეს მერვედფინალის საგზური განაღდებული ექნებოდა.
ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში აქტუალურია, რამაც "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აღაშფოთა:
"კმარა იმაზე საუბარი, რომ ვიდალის გოლის შემთხვევაში, პლეი ოფის საგზური განაღდებული გვექნებოდა. ამაზე ლაპარაკი არც გუნდზე მოქმედებს კარგად და არც პირადად არტუროზე. წინ დიდი მატჩი გველის, ჩვენი მიზანი კი "ატლეტიკოს" დამარცხებაა.
ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა სულაც არ გვსურს, რადგან მერვედფინალში შესაძლოა მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", ლონდონის "ჩელსის" ან მიუნხენის "ბაიერნს" გადავეყაროთ. შესაბამისად, მეტოქე ორი ბურთის სხვაობით უნდა დავამარცხოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი და იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ვიდალს რომ თერთმეტმეტრიანი გაეტანა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული