"მილანის" ძველი სპონსორი და ახალი სტადიონი

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "მილანმა" ახალი კონტრაქტი გააფორმა Emirates-თან, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში, იტალიური კლუბის გენერალური სპონსორი სწორედ აღნიშნული კომპანია იქნება.

გაცხადდა ისიც, რომ "მილანი" სპონსორისგან ყოველწლიურად 18 მილიონ ევროს მიიღებს. გუშინ ერთი საინტერესო საკითხი წამოიჭრა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, არაბული კომპანიის დახმარებით, "მილანმა" ახალი სტადიონი ააშენოს. ამ თემაზე კომენტარი ორივე მხარემ გააკეთა და ჯერ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტს, ბარბარა ბერლუსკონის მოვუსმინოთ:

"ახალი სტადიონის აშენება ჩვენთვის პრიორიტეტული თემაა და Emirates-თან თანამშრომლობით ეს პროექტი რეალობა ხდება. "სან სირო" ფანტასტიკური არენაა, მაგრამ
ფეხბურთი ვითარდება და საკუთარი სტადიონი ყველა პროგრესირებად კლუბს უნდა ჰქონდეს.

Emirates-ის მესვეურებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ახალი სტადიონის აშენებაში ლომის წილი დაიდონ და ამ არენას ამ კომპანიის სახელი ეწოდოს. ეს ჩვენთვის შესანიშნავი შემოთავაზებაა და ამ პროექტზე აქტიურად ვიმუშავებთ. ერთი სიტყვით, გამოწვევა მიღებულია და მჯერა, რომ გეგმას ერთობლივი ძალებით განვახორციელებთ".

გავეცნოთ კომპანია Emirates-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ კლარკის კომენტარს:

"ლონდონის "არსენალის" სტადიონის აშენებაში მთავარი როლი შევასრულეთ და ამ არენას სწორედ ჩვენი კომპანიის სახელი ჰქვია. ეს ჩვენთვის წარმატებული პროექტი იყო და ამიტომ გვსურს, იგივე გეგმა მილანში განვახორციელოთ. ლომბარდიული გრანდის მესვეურები აღნიშნულ წინადადებას ენთუზიაზმით მოეკიდნენ, დანარჩენი კი დროის ამბავია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული