"ფიორენტინა" ალეშანდრე პატოს გადაბირებას აპირებს

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, არის შანსი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ფიორენტინამ" ალეშანდრე პატო დაიმატოს.

25 წლის ბრაზილიელი ფორვარდი "კორინთიანსის" საკუთრებაა, თუმცა იჯარით "სან პაულოში" ასპარეზობს, იქამდე კი 5 წელი სწორედ იტალიაში, "მილანის" რიგებში ირჯებოდა.

პატოს შესაძლო გადაბირების შესახებ კომენტარი "ვიოლას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:

"ზამთარში ნამდვილად ვაპირებთ რამდენიმე ფეხბურთელის გადმობირებას და მათ შორის ერთი აუცილებლად თავდამსხმელი იქნება. სამწუხაროდ, ისევ ჯუზეპე როსის გარეშე გვიწევს ასპარეზობა და ამიტომ ფორვარდის დამატება აუცილებელია.

რაც შეეხება პატოს, ბრწყინვალე ფეხბურთელია და არ
დავმალავ, რომ სიამოვნებით ვიხილავდი "ფიორენტინას" მაისურით. ალეშანდრეს გადმობირების სურვილი ნამდვილად გვაქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული