"მილანმა" შესაძლოა Fly Emirates-ს თავისი ახალი სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება მიჰყიდოს

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო კლუბი "მილანი" და არაბული ავიაკომპანია Fly Emirates-ი მზად არიან, კლუბის ახალი სტადიონის მშენებლობის საკითხში ითანამშრომლონ.

"როსონერის" ვიცე-პრეზიდენტის, ბარბარა ბერლუსკონის თქმით, სპონსორი ამ მიმართულებით მილანურ კლუბს მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას ჰპირდება.

"იტალიაში სტადიონის აშენება იოლი არაა. გვსურს, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და პროცესში კომპანია Fly Emirates-ი ჩავრთოთ. კარგი იქნება, თუ ახალ სტადიონზე ერთად ვიზრუნებთ", - თქვა ბარბარამ.

"ყველაფერი შესაძლებელია. გარიგება, რომელიც "არსენალის" სტადიონთან დაკავშირებით შედგა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი გადავწყვეტთ, შევიძენთ თუ არა "მილანის" არენისთვისაც სახელის დარქმევის უფლებას.
ეს მომავალში განსახილველი საკითხია", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა ტიმ კლარკმა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "მილანი" და Fly Emirates-ი ახალ, 90 მლნ ევროს ოდენობის კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული