გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ისეა "პარმას" საქმე. სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ 1 ქულა დააკლო. მიზეზი ძველი და ნაცნობია, რომლის გამოც ემილიელებმა ევროპალიგის ტურნირში ვერ იასპარეზეს - კლუბის მესვეურებმა გადასახადები დროულად ვერ დაფარეს და სანქციებსაც გამოჰკრეს ხელი.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, სანქციები პერსონალურად კლუბის პრეზიდენტ ტომაზო გირარდის და სპორტულ დირექტორ პიეტრო ლეონარდისაც შეეხო, რომლებიც 5-5 ათას ევროს გადაიხდიან. ამდენის გადახდა დაეკისრა კლუბს, რომელსაც ისედაც არ აკლდა ჯარიმები.
ამასთან, გირარდის და ლეონარდის დისკვალიფიკაცია მიეცათ და მათ ორი
თვე საფეხბურთო საქმიანობის უფლება შეუჩერდათ. და მაინც, ყველაზე მთავარი ქულის დაკლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ტურის შემდეგ "პარმას" არა 6, არამედ 5 ქულა აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"