ტურინის "იუვენტუსი" ვესლი სნეიდერს ხელფასად წლიურ 4,5 მლნ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" სტამბულის "გალათასარაისა" და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველს ვესლი სნეიდერს წელიწადნახევრიანი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც ხელფასად წლიური 4,5 მლნ ევროა გათვალისწინებული.

ამის შესახებ Tuttosport იუწყება.

როგორც ირკვევა, ტრანსფერის ფასზე ჯერ არ შეთანხმებულან თავად კლუბები. გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაი" ჰოლანდიელში 8 მლნ ევროს ითხოვს, იტალიური გრანდი კი ფასის დაკლებას იმედოვნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული