ტურინის "იუვენტუსმა" ვესლი სნეიდერის ნაცვლად, შესაძლოა, ჰენრიხ მხითარიანი იყიდოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, დორტმუნდის "ბორუსიასგან" ჰენრიხ მხითარიანი შეიძინოს. ამის შესახებ გამოცემა Football Italia იუწყება.

იტალიური კლუბი შემტევი ნახევარმცველის ძიებაშია. პრიორიტეტულ ვარიანტად ვესლი სნეიდერი სახელდებოდა, თუმცა თურქული "გალათასარაი" თავის ლიდერთან გამოთხოვებას არ ჩქარობს.

რაც შეეხება სომხეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს, მხითარიანმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა.

სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "იუვენტუსს" სწორედ დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოუწევს პაექრობა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუხართ გესლიანები,სიმართლე ვტქვათ ვინაკყვავს ჩვენ მხითარაზე კაი და მაგაზე უკეთეს გუნნდში მოთამაშე
jojo
01:23 11-01-2015
0
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.მალადეც იუვე იმოქმედე სანამ დროა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული