21 წლის შემტევმა რომაულ დერბიშიც გაიბრწყინა და გოლს პლუს საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. გუშინ მის ოჯახში ცუდი ამბები დატრიალდა - მამამისი ორი ადამიანის მკვლელობის მუხლით დააკავეს და სავარაუდოდ, მძიმე სასჯელი არ ასცდება.
ფელიპე ანდერსონის მამა, 51 წლის სებასტიან გომეში თავისი მანქანით მოტოციკლს აედევნა, რომელზეც ყოფილი შეყვარებული და მისი ქმარი ისხდნენ.
მოტოციკლმა სიჩქარეს მოუმატა და დევნა კარგა ხანს გაგრძელდა - ერთ-ერთ მომენტში, მოტოციკლი მოცურდა და მას სწორედ ფელიპე ანდერსონის
"ჩემთვის ეს ამბავი შოკისმომგვრელია და სიმართლე გითხრათ, თავზარდაცემული ვარ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ მამაჩემს ასეთი რამის ჩადენა შეეძლო. გავემგზავრები თუ არა ბრაზილიაში? - ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სურვილი დიდი მაქვს. სიმართლე გითხრათ, დღეს ყველაზე მეტად ოჯახში ყოფნა მინდა, მაგრამ ეს საკითხი "ლაციოს" მესვეურებთან უნდა შევათანხმო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"