სილვიო ბერლუსკონი: ეს დაუშვებელია!

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მილანმა" საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" წააგო, აქტიურად საუბრობენ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ფილიპო ინძაგი დატოვებს და მას ლუჩანო სპალეტი ან ჩეზარე პრანდელი შეცვლის.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ სილვიო ბერლუსკონის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ სპალეტის და პირველი საუბარიც შედგა. ამასობაში, ბერლუსკონიმ "მილანის" კრიზისზე ისაუბრა:

"კარგად ვიცი, რომ ის დრო აღარაა, როდესაც "ბარსელონას", "მანჩესტერ იუნაიტედს" და სხვა გრანდებს ვუგებდით, მაგრამ ის, რაც ბოლო თამაშებში მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. "ატალანტას" ნამდვილად არ ჰყავს "მილანზე" უკეთესი შემადგენლობა და ეს იქიდანაც
ჩანს, რომ ჩვენი სახელფასო ფონდი ბერგამოული კლუბისას ხუთჯერ აღემატება. მიუხედავად ამისა, ბერგამოელებმა დაგვამარცხეს და კიდევ უფრო გავირთულეთ სატურნირო მდგომარეობა.

სპალეტი? - ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ "მილანის" ასპარეზობას დადებით შეფასებას ვერ მივცემთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული