ალეხანდრო საბელია "მილანის" მწვრთნელად?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ შესაძლოა, მომავალ სეზონში "მილანი" ჩაიბაროს.

"რადიო ლა რედის" ინფორმაციით, შესაძლოა, ფილიპო ინძაგის აცალონ სეზონის ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაანაცვლონ ის არგენტინელი სპეციალისტით.

საბელიას უახლოეს დღეებში მილანში ელიან მოსალაპარაკებლად.

შეგახსენებთ, რომ საბელიამ არგენტინის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა, სადაც მისი გუნდი დამატებით დროში გერმანიასთან დამარცხდა. ამის შემდეგ საბელია გადადგა.

ევროპაში საბელიას მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია, თუმცა 2001 წელს "პარმას" თავკაცის თანაშემწე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის დაცვითი ფეხბურთი აკლდა მილანს კიდე )
*8888
15:47 30-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული